ახალი ამბები

ცხინვალის რეგიონში რუსი მშვიდობისმყოფელი მკვდარი იპოვეს

დღეს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში, სოფელ კეხვთან მდებარე ბლოკპოსტზე შერეული სამშვიდობო ძალების რუსული ბატალიონის ერთი ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს.
 
ქართული საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია თვითმკვლელობაზე. მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ კეთდება რუსული სამშვიდობო ბატალიონის მხრიდან.
 
“ჯერ-ჯერობით კომენტარს ვერ გავაკეთებთ”, განუცხადა სააგენტო “იტარ-ტასს“ შერეული სამშვიდობო ძალების სარდალმა მარატ კულახმეტოვმა. 

Back to top button