
ახალი ამბები
სამხეთ ოსეთში შინაგან საქმეთა და სოფლის მეურნეობის ახალი დე ფაქტო მინისტრები დაინიშნა
თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა შინაგან საქმეთა მინისტრად არკადი ქელეხსაევი დანიშნა, რომელმაც ამ პოსტზე რობერტ გულიევი შეცვალა, იუწყება სამხრეთ ოსეთის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტი 17 იანვარს.
კოკოითმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ასევე სოფლის მეურნეობის მინისტრი ვიქტორ შავერდოვი, რომელიც ალექსანდრე პუხაევმა ჩაანაცვლა.