ახალი ამბები

აშშ-ს კონგრესის დელეგაცია საქართველოს სტუმრობს

აშშ-ს კონგრესის აპარატის თანამშრომელთა ათკაციანი დელეგაცია, რომელიც საქართველოში 14 იანვარს ორდღიანი ვიზიტით ჩამოვიდა, დღეს საგარეო საქმეთა მინისტრს სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.
 
დელეგაცია, რომლის მიზანს საქართველოს კონფლიქტურ ზონებში არსებული ვითარების შესწავლა წარმოადგენს, 15 იანვარს ცხინვალის რეგიონს ეწვევა.
 
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია დელეგაციის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

Back to top button