
ახალი ამბები
ბაღაფში საპრეზიდენტო არჩევნებში ლიდერობს
საინფორმაციო სააგენტო “იტარ-ტასის” ცნობით, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ბატალ ტაბაღუამ 13 იანვარს განაცხადა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატმა სერგეი ბაღაფშმა 12 იანვრის არჩევნებში ხმების 91,1% მოიპოვა.
ბატალ ტაბაღუამ ასევე აღნიშნა, რომ არჩევნებში ამომრჩეველთა 58,5%-მა მიიღო მონაწილეობა; ამგვარად, არჩევნები შედგა.
ცსკ-ს მონაცემებით, ბაღაფშის მეტოქემ, აფხაზეთის სახალხო პარტიის ლიდერმა იაკუბ ლაკობამ მხოლოდ 3,400 ხმა მოიპოვა.
ცსკ-ს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საარჩევნო კომისიას არ მიუღია რაიმე მნიშვნელოვანი საჩივარი, რაც არჩევნების შედეგებზე გავლენას იქონიებს.