
საქართველო გაზის ალტერნატიული გზების მოძიებას იწყებს
პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია ენერგეტიკის სამინისტროს და შესაბამის უწყებებს 2006-2007 წლებისთვის საქართველოს გაზმომარაგების ალტერნატიული გზების მოძიებას ავალებს და აცხადებს, რომ ქვეყანა ბუნებრივი აირით მხოლოდ ერთი წყაროდან არ უნდა მარაგდებოდეს.
“ჩვენი ინტერესია რამდენიმე ალტერნატიული გზის მოძიება. გაზის ერთი საკეტი ბუნებაში არ უნდა არსებობდეს”, განაცხადა 12 იანვარს მთავრობის სხდომაზე ზურაბ ჟვანიამ.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე “საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის“ პრეზიდენტმა დავით ინგოროყვამ მაგისტრალურ გაზსადენებზე შექმნილი ვითარება და ქვეყნის ბუნებრივი აირით მომარაგების საკითხები მიმოიხილა.
საქართველოს რეგიონები ბუნებრივ აირს საერთაშორისო კომპანია “იტერასგან“ იღებენ, თბილისი კი რუსული კომპანია “გაზპრომის” მოწოდებული გაზით მარაგდება.