
ახალი ამბები
ქართული მხარე აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში პოლიციის საგუშაგოებს ხსნის
სამეგრელოს რეგიონის გუბერნატორის გიგი უგულავას განცხადებით, აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკასა და დანარჩენ საქართველოს შორის ადმინისტრაციულ საზღვარის გასწვრივ განლაგებულ სოფლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები განთავსდებიან.
გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც შეიარაღებულმა ჯგუფმა ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურიდან 11 იანვარს 11 ქართველი ადგილობრივი მოსახლე გაიტაცა. სოფელი აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის ადმინისტრაციულ საზღვარზე მდებარეობს.
“პოლიციის საგუშაგო გაიხსნება თითოეულ სოფელში, რომელიც ენგურის მდინარის გასწვრივ მდებარეობს. პოლიციას ნაბრძანები აქვს თავდასხმაზე რეაგირება მოახდინოს და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში თავდამსხმელის ლიკვიდაცია მოახდინოს“, განუცხადა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს.