
ახალი ამბები
რუსეთის ტრანსპორტის მინისტრი საქართველოში ჩამოვიდა
რუსეთის ტრანსპორტის მინისტრი იგორ ლევიტინი 9 იანვარს ორდღიანი ვიზიტით საქართველოში ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება შეთანხმებას ორ ქვეყანას შორის საბორნე მიმოსვლის აღდგენის თაობაზე.
ფოთის პორტსა და რუსეთის პორტ კავკასიას შორის საბორნე მიმოსვლით ძირითადად სატვირთო მატარებლები ისარგებლებენ.
წინასწარ შეთანხმებას რუსულ მხარესთან საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის თავმჯდომარემ დავით ონოფრიშვილმა დეკემბერში მისი მოსკოვში ვიზიტის დროს მიაღწია.
საქართველო საბორნე მიმოსვლას უკვე ახორციელებს რუმინეთთან, ბულგარეთთან და უკრაინასთან.
სარკინიგზო მიმოსვლა რუსეთსა და საქართველოს შორის 1992-1993 წლებში აფხაზეთის კონფლიქტის გამო შეწყდა.