
ახალი ამბები
ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში სროლები ისმოდა
ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში, სოფელ თამარაშენის მიმართულებით 1 იანვარს სროლები დაფიქსირდა. ქართული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, სროლები ოსური პოზიციებიდან განხორციელდა.
სროლების შედეგად, რასაც მსხვერპლი არ მოჰყოლია, სოფელ თამარაშენში ერთი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა.