ახალი ამბები

რუსული მედიის ცნობით, საქართველოს საზღვრის გადაკვეთისას მებრძოლი მოკლეს

ჩრდილოეთ კავკასიის კონტრტერორისტული ოპერაციების ცენტრის 22 დეკემბრის ინფორმაციით, რუსმა მესაზღვრეებმა სავარაუდოდ ჩეჩენი მებრძოლი მოკლეს, როდესაც ეს უკანასკნელი რუსეთ-საქართველოს საზღვრის გადაკვეთას ცდილობდა. გადმოკვეთის ზუსტი ადგილი არ სახელდება.


“‘იტარ-ტასის” ცნობით, პიროვნებას, რომელიც მოკლეს, ვიდეოფირი აღმოაჩნდა, რომელზეც ჩეჩნეთში და ინგუშეთში განხორციელებული ტერორისტული აქტები იყო აღბეჭდილი.    

Back to top button