ახალი ამბები

პარლამენტმა განათლების შესახებ კანონი დაამტკიცა

დღეს პარლამენტმა 134 ხმით 16 წინააღმდეგ მხარი დაუჭირა “უმაღლესი განათლების” შესახებ კანონს საბოლოო, მესამე მოსმენით.


“ამ კანონპროექტის განხილვა მთავრობისა და პარლამენტის კონსტრუქციული თანამშრომლობის კარგი მაგალითი იყო”, განაცხადა კანონპროექტის მიღების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ.


განათლების მინისტრის ალექსანდრე ლომაიას განცხადებით, “ამ კანონმა უნდა განაზღვროს უმაღლესი განათლების ძირითადი მიმართულებები და დააბრუნოს საქართველო ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში”.


“უმაღლესი განათლების” შესახებ კანონი, რომელზეც მუშაობა 2000 წლიდან დაიწყო, 5 ძირითად პრინციპზეა აგებული, რომელთაგანაც უმთავრესია უმაღლესი სასწავლებლების ავტონომიურობა, თვითმმართველობის დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრება და საუნივერსიტეტო მმართველობაში აკადემიური და სამეურნეო ფუნქციების ერთმანეთისაგან გამიჯვნა.

Back to top button