
ახალი ამბები
ეუთო მზადაა აქტიურად იმუშავოს კონფლიქტების მოგვარების საკითხებში
ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოლომონ პასიმ 7 დეკემბერს ეუთოს მინისტრთა საბჭოს სხდომის დახურვისას განაცხადა, რომ ორგანიზაცია აქტიურად იმუშავებს პოსტ-საბჭოთა სივრცის კონფლიქტების მოგვარების საკითხებში.
“ჩვენ განვაგრძობთ ინტენსიურ მუშაობას, რათა მივაღწიოთ კონფლიქტების მოგვარებას საქართველოში, მოლდოვასა და მთიან ყარაბაღში. ყველა მხარეს მოეთხოვება გაბედული გადაწყვეტილებების მიღება, ეუთო კი კვლავ აქტიურად უნდა ჩაერთოს მოვლენებში“, განაცხადა სოლომონ პასიმ.
სოფიაში ეუთოს მინისტრთა საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა 7 დეკემბერს განაცხადა, რომ პოსტ-საბჭოთა სივრცეში არსებული გაყინული კონფლიქტების მოსაგვარებლად “ეუთოს ახალი იმპულსი“ ესაჭიროება.