ახალი ამბები

პაუელი გაყინული კონფლიქტების მოსაგვარებლად ეუთოს გააქტიურებისაკენ მოუწოდებს

სოფიაში ეუთოს მინისტრთა საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა 7 დეკემბერს განაცხადა, რომ პოსტ-საბჭოთა სივრცეში არსებული გაყინული კონფლიქტების მოსაგვარებლად “ეუთოს ახალი იმპულსი“ ესაჭიროება.


“ცივი ომის დასრულებიდან 15 წლის შემდეგაც კი გაყინული კონფლიქტები კვლავ გაყინული რჩება. საბჭოს ბოლო შეხვედრიდან, ცოტა რამ გაკეთდა მთიან ყარაბაღში, მოლდოვასა და საქართველოში სიტუაციის დასარეგულირებლად. საჭიროა ახალი ბიძგი ეუთოს და მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერების მხრიდან“, განაცხადა კოლინ პაუელმა.  



 

Back to top button