
ახალი ამბები
ორი რუსი სამხედრო ქურდობის ბრალდებით დააკავეს
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო პოლიციამ ქურდობაში ეჭვმიტანილი ორი რუსი სამხედრო დააკავა, რომლებიც ახალქალაქის 62-ე რუსულ სამხედრო ბაზაზე მსახურობენ.
სამხარეო პოლიციის უფროსის ტარიელ ჯინჭველაძის ინფორმაციით, რუს ჯარისკაცებს ერთ-ერთი მაღაზიიდან 1500 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების პროდუქტის მოპარვაში ედებათ ბრალი.
ორივე სამხედრო ამჟამად ჰაუტვახტში იმყოფება. მიმდინარეობს გამოძიება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში კი ჯარისკაცებს წინასწარი დაკავების საკანში გადაიყვანენ.
17 ოქტომბერს ბათუმში ქურდობის მოტივით ასევე დააკავეს ორი ჯარისკაცი, რომლებიც ბათუმში განლაგებულ რუსულ სამხედრო ბაზაზე მსახურობდნენ.