
პრეზიდენტმა კოდორის ხეობის რწმუნებულის თანამდებობა გააუქმა
აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის ირაკლი ალასანიას ინფორმაციით, გაუქმდა კოდორის ხეობაში პრეზიდენტის რწმუნებულის თანამდებობა, რომელიც ემზარ კვიციანს ეკავა. ამის შესახებ გადაწყვეტილება 3 დეკემბერს უშიშროების საბჭოს სხდომაზე იქნა მიღებული.
“კოდორის ხეობაში პრეზიდენტის რწმუნებულის თანამდებობა საჭირო არ არის, რადგანაც ეს ტერიტორია აფხაზეთის შემადგენლობაში შედის”, განუცხადა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს და იქვე დასძინა, რომ ამიერიდან კოდორის ხეობას უშუალოდ აფხაზეთის მინისტრთა საბჭო გაუწევს კონტროლს
“თავად კვიციანს შესაძლოა სამუშაო მინისტრთა საბჭოში გამოეძებნოს“, განაცხადა ალასანიამ.
ემზარ კვიციანი ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის დანიშნული ერთადერთი რწმუნებული იყო, რომელიც თანამდებობაზე “ვარდების რევოლუციის” შემდეგ შემორჩა.