
საქართველოს საგარეო უწყება გმობს უკრაინაში არჩევნების გაყალბების ფაქტს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 27 ოქტომბერს გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც დაგმო უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების ფაქტი.
“საქართველოსათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს მეგობარ სახელმწიფოში, უკრაინაში მიმდინარე პროცესებს. იზიარებს რა ევროკავშირისა და ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების (ეუთო-ს, ევროსაბჭოს) შეშფოთებას უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ჩადენილი მრავალრიცხოვანი სერიოზული დარღვევების გამო, საქართველო მთლიანად უერთდება საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციას და მოწოდებას უკრაინის ხელისუფლებისადმი, რათა ამ უკანასკნელმა პატივი სცეს ქვეყნის თითოეული მოქალაქის ფუნდამენტალურ უფლებას, თავისუფლად და შეუზღუდავად გააკეთოს არჩევანი“, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოს პარლამენტმა 25 ნოემბერს მიიღო განცხადება, რომელშიც ქართველმა დეპუტატებმა ასევე დაგმეს უკრაინაში არჩევნების გაყალბების ფაქტი.