ახალი ამბები

ქართულ-აფხაზურ სამშვიდობო მოლაპარაკებებს გაერო უხელმძღვანელებს

გაეროს წარმომადგენლის ფრედ ეკჰარდის განცხადებით, გაეროს მეგობარი ქვეყნების წარმომადგენელთა ორდღიანი შეხვედრა, რომელიც ქართულ-აფხაზურ სამშვიდობო პროცესს განიხილავს, გაეროს თავმჯდომარეობით გაიმართება.


23 ნოემბერს გაეროს სამდივნომ ინფორმაცია მიაწოდა გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების ჯგუფს საქართველოში სპეციალური წარმომადგენლის ჰეიდი ტალიავინის სოხუმში და თბილისში გამართული მოლაპარაკებების შესახებ, განაცხადა ფრედ ეკჰარდმა 24 ნოემბერს.


“მონაწილეებმა იმედი გამოთქვეს ორ მხარეს შორის დიალოგის განახლების თაობაზე, რაც ხელს შეუწყობს ურთიერთნდობის აღდგენას“, დასძინა მან.


გაეროს მეგობარი ქვეყნების წარმომადგენელთა ორდღიანი შეხვედრა 13-14 დეკემბერს ჟენევაში გაიმართება.

Back to top button