
ახალი ამბები
პოლიციამ გურამ შარაძე დააკავა
სამართალდამცავებმა დღეს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, პროფესორი გურამ შარაძე დააკავეს, რომელმაც ეროვნულ ბიბლიოთეკაში აშშ-ს საელჩოს ინიციატივით მოწყობილ გამოფენასთან დაკავშირებით პროტესტი გამოთქვა და გამოფენილი პლაკატები დახია.
დაკავებამდე გურამ შარაძემ გამოფენილ პლაკატებს “სატანისტური პორნოგრაფია“ უწოდა და გააპროტესტა მსგავის გამოფენის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოწყობა.
ამჟამად გურამ შარაძე მთაწმინდა-კრწანისის პოლიციის რაიონულ სამმართველოშია გადაყვანილი, სადაც მიმდინარეობს მისი დაკითხვა.