
ახალი ამბები
ცხინვალის მკვიდრი თბილისში იარაღის უკანონო რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს
თბილისის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ცხინვალის მკვიდრი, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ყოფილი პარლამენტის წევრი და “ომონის“ ყოფილი თანამშრომელი გიორგი თედეევი თბილისში დღეს, იარაღის უკანონო რეალიზების ბრალდებით დააკავეს.
ამის შესახებ თბილისის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილემ ზურაბ ბაქრაძემ 15 ნოემბერს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, დაკავების დროს ამოღებული იქნა სხვადასხვა ტიპის იარაღი, რომელიც სარეალიზაციოდ იყო გამზადებული.
ზურაბ ბაქრაძის განცხადებით, არსებობს ინფორმაცია იარაღის უკანონო რეალიზებაში სხვა პირების მონაწილეობის შესახებ. “გამოძიება ამ მიმართულებით მუშაობს“, განაცხადა მან.