skip to content
ახალი ამბები

არძინბამ განმეორებითი არჩევნების ჩატარების თაობაზე განკარგულებას მოაწერა ხელი

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ვლადისლავ არძინბამ 29 ოქტომბერს განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების თაობაზე განკარგულებას მოაწერა ხელი, აცხადებენ რუსული საინფორმაციო სააგენტოები.


ვლადისლავ არძინბას განკარგულებას წინ უძღოდა აფხაზეთის უზენაესი სასამართლოს მიერ 3 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმება, როგორც ამას სახელისუფლებო კანდიდატის რაულ ხაჯიმბას მომხრეები მოითხოვდნენ. თუმცა, მოგვიანებით უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ გიორგი აკაბამ განაცხადა, რომ მასზე ხაჯიმბას მხარდამჭერებმა ზეწოლა მოახდინეს.


ახლა, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განმეორებითი არჩევნების თარიღი უნდა დაადგინოს, რომელიც სავარაუდოდ დეკემბერში გაიმართება.  

მსგავსი/Related

Back to top button