
ახალი ამბები
თბილისი მზად არის ოსურ კომპანიებს ეკონომიკური პრივილეგიები მიანიჭოს
საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავამ განაცხადა, რომ საქართველო მზად არის გარკვეული პრივილეგიები მიანიჭოს სამხრეთ ოსურ და ჩრდილოეთ ოსურ კომპანიებს საქართველოს პორტებსა და გზებზე.
თუმცა, ხაინდრავას განცხადებით, ეკონომიკური პროექტების განხორციელება რეგიონში მხოლოდ დემილიტარიზაციის შემდეგ გახდება შესაძლებელი.
“ჩვენ მზად ვართ გარკვეული პრივილეგიები მივანიჭოთ სამხრეთ ოსურ და ჩრდილოეთ ოსურ კომპანიებს ქართულ პორტებსა და გზებზე. ეს რუსეთის, კერძოდ ჩრდილოეთ ოსეთის, ინტერესებშიც შედის. ეს საშუალებას მისცემს სამხრეთ ოსეთში მოქმედ ფირმებს თავიანთი საქმიანობის ლეგალიზება მოახდინონ“, განაცხადა 27 ოქტომბერს სახელმწიფო მინისტრმა.