skip to content
ახალი ამბები

აფხაზეთში ხმების ხელახალი დათვლის პროცესი დაიწყო

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ 27 ოქტომბერს 3 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენების ხელახალი დათვლა დაიწყო, იუწყება საინფორმაციო სააგენტო “იტარ-ტასი“.


პრეზიდენტობის სახელისუფლებო კანდიდატმა რაულ ხაჯიმბამ სარჩელი შეიტანა უზენაეს სასამართლოში აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკ) 11 ოქტობრის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით. ამ გადაწყვეტილების თანახმად, ოპოზიციის კანდიდატი სერგეი ბაღაფში ხმების 50.08%-ით გამარჯვებულად გამოცხადდა.


სპეციალური კომისიის შემადგენლობაში შედიან ცსკ-ს ერთი წარმომადგენელი და თითოეული საპრეზიდენტო კანდიდატის ორ-ორი  წარმომადგენელი.


 

მსგავსი/Related

Back to top button