
ახალი ამბები
პრეზიდენტი მთავრობას 2005 წლიდან პენსიების გაზრდას ავალებს
დღეს მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა მთავრობას “რევოლუციის წლისთავისთვის” [23 ნოემბერი] იმ რესურსების მოძიება დაავალა, რომლითაც 2005 წლის 1 იანვრიდან პენსიების გაზრდა უნდა მოხდეს.
“ჩვენ ვაპირებთ მომავალი წლიდან 14 ლარიანი პენსია გავაორმაგოთ”, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ 27 ოქტომბერს.