ახალი ამბები

ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტი მოლაშვილის ბედით დაინტერესდა

დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენლებმა წინასწარი დაკავების საკანში მოინახულეს კონტროლის პალატის ექს-თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი, რომელსაც უზენაესმა სასამართლომ 23 ოქტომბერს 6-თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადის გასვლის შემდეგ საპატიმრო ვადა კიდევ ერთი თვით და ათი დღით გაუგრძელა.


წინასწარი დაკავების საკანში აღნიშნული შეხვედრა მოლაშვილის ახლობლებისა და ადვოკატების თხოვნით შედგა, რომლების მას პოლიტპატიმარს უწოდებენ და აცხადებენ, რომ მოლაშვილი წინასწარი დაკავების საკანში სასტიკად აწამეს.


ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წევრები 25-26 ოქტომბერს ორდღიან შეხვედრას მართავენ საქართველოს პარლამენტში, სადაც საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებასა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე გაიმართება მსჯელობა.


ასევე, კომიტეტის წევრები შეხვედრებს გამართავენ მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებთან.

Back to top button