
ახალი ამბები
სამხრეთ ოსეთის ქართული მოსახლეობა ცეცხლის გახსნას აპროტესტებს
ქართული მედიის ცნობით, ქართული სოფელ აჩაბეთის მოსახლეობამ 25 ოქტომბერს კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა.
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ცხინვალი-ჯავას მაგისტრალი გადაკეტეს. ანალოგიური აქცია ქართულმა მოსახლეობამ 19 ოქტომბერსაც გამართა და ცეცხლის შეწყვეტა მოითხოვა.
ქართული მხარის ინფორმაციით, სოფელ აჩაბეთს სამხრეთ ოსეთის მხარის პოზიციებიდან გაუხსნეს ცეცხლი. თუმცა, ეს უკანასკნელი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთის მხარე იძულებული გახდა ცეცხლი გაეხსნა, მას შემდეგ რაც ქართულმა მხარემ ოსური სოფლის კვერნეთის მიმართულებით სროლა დაიწყო.