skip to content
ახალი ამბები

აფხაზეთის სასამართლომ ხმების ხელახალი დათვლის გადაწყვეტილება მიიღო

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ 26 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება 3 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე მიცემული ხმების ხელახალი დათვლის შესახებ, აცხადებენ რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები.


პრეზიდენტობის სახელისუფლებო კანდიდატმა რაულ ხაჯიმბამ უზენაეს სასამართლოში სარჩელი შეიტანა აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკ) 11 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით. ამ გადაწყვეტილების თანახმად, ოპოზიციის კანდიდატი სერგეი ბაღაფში ხმების 50.08%-ით გამარჯვებულად გამოცხადდა.


უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, შეიქმნება ხმების დამთვლელი სპეციალური კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შევა ცსკ-ს ერთი წარმომადგენელი და თითოეული საპრეზიდენტო კანდიდატის ორ-ორი წარმომადგენელი. ხმების გადათვლის პროცესი 27 ოქტომბერს დაიწყება.          

მსგავსი/Related

Back to top button