ახალი ამბები

თავდაცვის მინისტრი ცხინვალის რეგიონს ეწვევა

თავდაცვის მინისტრი გიორგი ბარამიძე დღეს ცხინვალის რეგიონში ჩავა და ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მყოფ ქართველ სამშვიდობოებს შეხვდება.
 
ბარამიძე ადგილზე გაეცნობა რეგიონში არსებულ ვითარებას. მოგვიანებით თავდაცვის მინისტრი საქართველოს პრეზიდენტს, უმაღლესს მთავარსარდალს მიხეილ სააკაშვილს შეხვდება და ცხინვალის რეგიონში შექმნილ სიტუაციას გააცნობს. 


 

Back to top button