ახალი ამბები

სასაზღვრო უწყება რუსეთისგან ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გახსნას მოითხოვს

საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტი აპროტესტებს რუსეთის მიერ საქართველო-რუსეთის ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ჩაკეტვას.
 
დღეს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტმა ამის თაობაზე ოფიციალური წერილით მიმართა რუსეთის ფედერაციის ფედერალური უშიშროების სამსახურის პირველ მოადგილეს, სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელს გენერალ-პოლკოვნიკს ვლადიმერ პრონიჩევს. საქართველოს სასაზღვრო დეპარტამენტი მოითხოვს ზემო ლარსის სრული რეჟიმით ამუშავებას. 
 
“მგზავრთა ნაკადის სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ საქართველოს მოქალაქეებს უმრავლეს შემთხვევაში უარი ეთქვათ საზღვრის გადაკვეთაზე. გამშვები პუნქტის არსებული სამუშაო რეჟიმი არაადეკვატურია და ეწინააღმდეგება საერთაშორისო ნორმებს”, ნათქვამია რუსეთის სასაზღვრო უწყებისადმი გაგზავნილ წერილში.
 
ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი რუსეთის ხელისუფლებამ სექტემბრის დასაწყისში ბესლანის ტრაგედიის შემდეგ ჩაკეტა. 

Back to top button