
აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭო ძალოვანი უწყებებისგან წესრიგის დაცვას მოითხოვს
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას დავალებით 18 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნოდარ ხაშბამ უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია, სადაც განხილული იყო 3 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ რეგიონში შექმნილი ვითარება.
სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ დე ფაქტო ხელისუფლების ძალოვანი მინისტრები, ასევე მიწვეულები იყვნენ პრეზიდენტობის კანდიდატები რაულ ხაჯინბა და სერგეი ბაღაფში. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზური საინფორმაციო სააგენტო “აფხაზია-ინფო“ ავრცელებს.
სხდომაზე ძალოვანი უწყების ხელმძღვანელები მკაცრად გააფრთხილეს და მათ საკუთარი ვალდებულებების შესრულება და წესრიგის დაცვა მოსთხოვეს, ხოლო პრეზიდენტობის კანდიდატები მიტინგების ორგანიზებასა და სტაბილურობის შენარჩუნების საქმეში მათი პასუხისმგებლობის შესახებ გააფრთხილეს.