ახალი ამბები

სააკაშვილი ყულევის ნავთობტერმინალის მშენებლობის აღდგენას მიესალმა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 18 ოქტომბერს სამეგრელოს რეგიონში ყულევის ნავთობტერმინალის მშენებლობის განახლებას მიესალმა. ამ მიზნით 81 მილიონი ლარის ინვესტიცია ქართველმა ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა გაიღო.
 
“ძალიან მიხარია, რომ განახლდა ტერმინალის მშენებლობა. ასევე მიხარია, რომ არსებობენ კარგი ინვესტორები. თავის მხრივ, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მშენებლობა აღარ შეჩერდეს“, განაცხადა სააკაშვილმა, რომელმაც ყულევში დღეს ნავთობტერმინალი მოინახულა. 
 
“ეს [ყულევი] იქნება პირველი პორტი, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოში აშენდება. ჩემი პრეზიდენტობის დროს საქართველოში დაიწყება ნამდვილი ეკონომიკური ბუმი”, აღნიშნა პრეზიდენტმა.


 

Back to top button