ახალი ამბები

საქართველოსა და აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა აფხაზეთის საკითხი განიხილეს

საქართველოში ვიზიტის დროს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენელი ევრაზიის კონფლიქტების საკითხებში, რომელიც ასევე კასპიის აუზის ენერგოდიპლომატიის უფროსი მრჩეველია, 17 ოქტომბერს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს ირაკლი ალასანიას შეხვდა.


შეხვედრის შემდეგ ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მან აშშ-ის ოფიციალურ წარმომადგენელს აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რეგიონში არსებული სიტუაცია გააცნო, რომელიც რეგიონში 3 ოქტომბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიძაბა.


“მე ასევე ვაცნობე ბატონ მანს იმ საფრთხის თაობაზე, რომელსაც აფხაზეთში რუსეთიდან შესული შეიარაღებული ჯგუფები ქმნიან“, დასძინა ალასანიამ.


საქართველომ რუსეთი აფხაზეთში დამატებითი ჯარების გაგზავნაში დაადანაშაულა. თბილისმა ასევე გამოხატა პროტესტი აფხაზეთში ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა კონფედერაციის შეიარაღებული ჯგუგების მობილიზაციის თაობაზე.


 

Back to top button