ახალი ამბები

სამშვიდობოთა ყოფილი მეთაური გაათავისუფლეს

სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებული ქართული სამშვიდობო ბატალიონის მეთაური, რომელიც 13 ოქტომბერს იარაღის უკანონო ფლობის ბრალდებით დააპატიმრეს, 17 ოქტომბერს გაათავისუფლეს. 15 ოქტომბერს სასამართლომ მას წინასწარი სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა. მანამდე უშიშროების სამინისტრომ იგი “საიდუმლო ინფორმაციის გაცემაშიც“ კი დაადანაშაულა.


უშიშროების მინისტრის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ 17 ოქტომბერს განაცხადა, რომ გამოძიებამ ქებაძის დანაშაული ვერ დაამტკიცა. “ამიტომაც მოხდა მისი გათავისუფლება“, დასძინა ქუთელიამ.


ქებაძეს იარაღის უკანონო ფლობის ბრალდებაც მოეხსნა. სამშვიდობოების ყოფილი მეთაურის დაკავებას მისი თანასოფლელების საპროტესტო აქცია მოყვა. ქებაძის მეუღლის მტკიცებით, სამართალდამცავებმა ჩხრეკისას მათ ბინაში ყუმბარა  ჩადეს.

Back to top button