ახალი ამბები

ქართული სამშვიდობო ძალების ყოფილ მეთაურს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

დღეს ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ წინასწარი სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში შერეული სამშვიდობო ძალების ქართული ბატალიონის ყოფილ სარდალს მიხეილ ქებაძეს. სასამართლო პროცესი განსასჯელის მხარდამჭერების საპროტესო აქციის ფონზე წარიმართა.


“გადაწყვეტილება სრულიად უსაფუძველო და აბსურდულია”, განუცხადა ქებაძემ სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ ჟურნალისტებს.


მიხეილ ქებაძეს, რომელიც სამართალდამცავებმა 12 ოქტომბერს დააკავეს, იარაღის უკანონო შენახვაში ედება ბრალი.


თუმცა უშიშროების მინისტრის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ 14 ოქტომბერს “სივილ ჯორჯიასთან” საუბარში განაცხადა, რომ გამოძიების პროცესში იკვეთება ქებაძის მიერ საიდუმლო ინფორმაციის გაცემის შესახებ დამატებითი გარემოებები. 


 

Back to top button