ახალი ამბები

რუსეთის განცხადებით, პანკისში ტერორისტები არიან

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვალერი ლოშჩინინმა 17 სექტემბერს განაცხადა, რომ “ქართულ მიწაზე ტერორისტები კვლავ იმყოფებიან“.


“დიახ, იქ არის [ტერორისტული] ბაზები და მოსამზადებელი ცენტრები, იქ არიან ბანდიტები, რითაც განსაკუთრებით პანკისი გამოირჩევა“, აცხადებს რუსეთის საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსი“ ლოშჩინინის სიტყვებზე დაყრდნობით.


საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, 2002 წელს დაწყებული ანტიკრიმინალური ოპერაციის შედეგად პანკისის ხეობა მთლიანად გაიწმინდა იმ ჩეჩენი და სხვა დაქირავებული მებრძოლებისგან, რომელთაც საერთაშორისო ტერორისტებთან კავშირში ედებოდათ ბრალი.   

Back to top button