
ახალი ამბები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია 20 სექტემბერს ბაქოში ვიზიტის დროს აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.
ზურაბ ჟვანია ბაქოში 20 სექტემბერს გაემგზავრა ე.წ. “‘საუკუნის კონტრაქტის“ 10 წლის იუბილეზე დასასწრებად. კონტრაქტი საქართველოსა და თურქეთის გავლით აზერბაიჯანული ნავთობის დასავლეთის ბაზარზე ტრანსპორტირებას ითვალისწინებს.
აზერბაიჯანის საინფორმაციო სააგენტო “აზერტაგის“ ინფორმაციით, ჟვანიამ და ალიევმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ორი ქვეყანა სტრატეგიული პარტნიორები არიან.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს მზადყოფნა ხელი შეუწყოს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობას, რომელიც ექსპლოატაციაში 2005 წელს შევა.