ახალი ამბები

ოფიციალური პირები მხოლოდ სამი ჯარისკაცის სიკვდილს ადასტურებენ

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით სამი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა და შვიდი დაიჭრა ცხინვალის რეგიონში გასული ღამით მომხდარი შეტაკებების შედეგად.


საინფორმაციო საშუალებები იუწყებოდნენ, რომ დაღუპულია შვიდი ჯარისკაცი, თუმცა ოფიციალური პირები ამ ცნობას არ ადასტურებენ.


ოფიციალური ინფორმაციით გასული კვირის განმავლობაში კონფლიქტის ზონაში სულ 12 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.

Back to top button