ახალი ამბები

ეუთო ქართული მხარის მიერ დაკავებული სიმაღლეების მონიტორინგის მომხრეა

საქართველოში ეუთო–ს მისიის ხელმძღვანელმა როი რივმა დაადასტურა საქართველოს შეიარაღებული ნაწილების მიერ სამხრეთ ოსური მხარის მიერ კონტროლირებადი პოზიციების დაკავება ჯავის მიმართულებით.


მისი თქმით ეს ის ადგილებია, საიდანაც ყოველ ღამით იბომბებოდა ქართული სოფლები.


როი რივმა ასევე განაცხადა, რომ ამ პუნქტების მონიტორინგი შერეულმა – ქართულ–რუსულ–ოსურმა – სამშვიდობო ძალებმა ეუთოს დამკვირვებლებთან ერთად უნდა განხორციელონ.

მისივე თქმით ერთობლივი სამშვიდობო ძალების ნაწილები უკვე ადგილზე იმყოფებიან.


თუმცა, როგორც დღეს დილით რუსული საინფორმაციო საშუალებები იტყობინებოდნენ, საქართველოს შინაგანმა ჯარებმა ერთობლივი სამშვიდობო კონტიგენტი მათ მიერ დაკავებული სიმაღლეებზე არ შეუშვეს.

Back to top button