ახალი ამბები

არძინბა საპრეზიდენტო არჩევნებში ხაჯინბას დაუჭერს მხარს

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ვლადისლავ არძინბა აცხადებს, რომ 3 ოქტომბერს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში იგი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრს რაულ ხაჯინბას დაუჭერს მხარს.
 
„ჩემთვის მნიშვნელოვანია აფხაზეთის ბედი, მოსახლეობის მომავალი. ბოლო რამდენიმე წელია მე ვამზადებ ადამიანს, რომელიც შეძლებს აფხაზეთის აღორძინებას და გაამართლებს ხალხის მოლოდინს. ღირსეული კანდიდატი რაულ ხაჯიმბაა“ – განაცხადა ვლადისლავ არძინბამ გაზეთ „აფზახეთის რესპუბლიკის“ კორესპონდენტთან საუბრისას.
 
იგი აფხაზეთის მოსახლეობას მოუწოდებს მხარი დაუჭირონ არჩევნებში რაულ ხანჯიმბას.
 
„2004 წლის 6 დეკემბერს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციით დასრულდება ჩემი პრეზიდენტობის ვადა. ახლა მთავარია არჩევნების ნორმალურად ჩატარება“ – განაცხადა ვლადისლავ არძინბამ.
 
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში პრეზიდენტობის სულ ოთხი კანდიდატი გაატარა. ესენი არიან:


საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი პრემიერ-მინისტრი რაულ ხაჯიმბა;
ვიცე-პრეზიდენტი ვალერი არშბა;
ენერგოკომპანია „ჩერნომორენერგოს“ გენერალური დირექტორი სერგეი ბაგაფში, რომელსაც მხარს ოპოზიციური გაერთიანებები „ამცახარა“ და „ერთიანი აფხაზეთი“ უჭერს;
ოპოზიციური მოძრაობა „აიტაირას“ ხელმძღვანელი ალექსანდრე ანქვაბი.

Back to top button