
ახალი ამბები
შერეული საკონტროლო კომისია ჟვანიასა და კოკოითის შეხვედრაზე მსჯელობს
თბილისში დაიწყო შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარეთა შეხვედრა საქართველოს პრემიერ მინისტრთან ზურაბ ჟვანიასთან, რომელსაც უშიშროების მინისტრი ვანო მერაბიშვილი და საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელი როი რივიც ესწრებიან.
როგორც შეხვედრის წინ ჟურნალისტებთან საუბრისას სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელმა შერეულ საკონტროლო კომისიაში ბორის ჩოჩიევმა განაცხადა არ არის გამორიცხული, რომ მოლაპარაკებებისას ზურაბ ჟვანიასა და თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის შეხვედრის შესახებ შეთანხმდნენ.