ახალი ამბები

საქართველო ცხინვალში მშვიდობის დამყარებისთვის საერთაშორისო კონფერენციის მოწვევის ინიციატივით გამოდის

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ცხინვალის რეგიონში განვითარებული მოვლენების გამო საგანგებო წერილით საერთაშორიოს ორგანიზაციებს და მსოფლიოს ქვეყნების ლიდერებს მიმართავს. იგი საერთაშორისო კონფერენციის მოწვევის ინიციატივით გამოდის ცხინვალის რეგიონში  მშვიდობის დამყარების მიზნით.
 
ამის შესახებ დღეს განცხადება პრემიერ-მინირტმა ზურაბ ჟვანიამ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
 
„მიგვაჩნია, რომ უახლოეს დღეებში უნდა გაიმართოს კონფერენცია, სადაც უმაღლეს დონეზე არამარტო რუსეთი და ეუთო-ს, არამედ სხვა ქვეყნების წარმომადგენლები დაესწრებიან და დაგვეხმარებიან პრობლემის მშვიდობიან მოგვარებაში. ჩვენი მთავარი მიზანია შეწყდეს ცეცხლი და უზრუნველყოთ ქართველი და ოსი მოსახლეობის უსაფრთხოება“ – განაცხადა ზურაბ ჟვანიამ.
 
პრემიერ-მინისტრის თქმით, ხელისუფლება ასევე ითხოვს გაიმართოს ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს საგანგებო სხდომა, რომელიც მიეძღვნება სამხრეთ ოსეთში შექმნილ ვითარებას.
 
„რუსეთის გარკვეული ძალების დახმარებით კოკოევი ცდილოებს საქართველოს ჩათრევას ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებში“ – განაცხადა ზურაბ ჟვანიამ.
 
მისი თქმით, ქართული მხარის ინიციატივას უკვე გამოეხმაურა ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სოლომონ პასის, რომელმაც 13 აგვისტოს სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც მწუხარება გამოთქვა ცხინვალის რეგიონში განვითარებული მოვლენების გამო და მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა.

Back to top button