ახალი ამბები

ჟვანია: საციცოცხლო მნიშვნელობის შემოვლით გზებს არ დავთმობთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია უკიდურესს შეშფოთებას გამოხატავს ცხინვალის რეგიონში ოსი სეპარატისების მხრიდან განხორციელებული შეტევების გამო და აცხადებს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში სეპარატისტების გახშირებული თავდასხმები დიდი ლიახვის ხეობის ქართული სოფლებებთან დამაკავშირებელი შემოვლითი გზების ხელში ჩაგდების მიზნით ხდება.
 
მისი თქმით, შემოვლითი გზები არის პრაქტიკულად ჰუმანიტარული დერეფანი დიდი ლიახვის ხეობის ქართული სოფელბისათვის. „ეს არის ერთადერთი გზა, რომლითაც გამოყავთ ბავშვები კონფლიქტის ზონიდან და შედის საკვები“ – დასძინა ჟვანიამ.
 
„ცხრა სოფლისათვის თამარაშენიდან დაწყებული კეხვის ჩათვლით შემოვლითი გზა ფიზიკური გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა. ამით არის განპირობებული ყოველდღიური შეტევები სეპარატებისტების მხრიდან“ – განაცხადა ზურაბ ჟვანიამ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე. 


პრემიერ-მინისტრი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მზად არის შეხვდეს სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლებს. მისი თქმით, 17 აგვისტოს შერეული საკონტროლო კომისიის სხდომაა დაგეგმილი, რომელზეც შესაძლოა მისი და ედუარდ კოკოევი შეხვედრის მოსამზადებელი დეტალები განიხილონ.
 
ზურაბ ჟვანიას ინფორმაციით, ოს სეპარატისტებთან ერთად ქართველების წინააღმდეგ იბრძვიან რუსეთიდან, კერძოდ ჩრდილოეთ კავკასიიდან შემოსული დაქირავებული მეომრები.


ჟვანიას განცხადებით 16 აგვისტოს, გამთენიისას ქართული მხარის მიერ საპასუხო ცეცხლის გახსნის შედეგად მოწინააღმდეგის მხრიდან ძირიდად დაქირავებული მეომრები განადგურდნენ.
 
„შეიარაღებულმა ძალებმა გახსნეს საპასუხო ცეცხლი, რის შედეგადაც განადგურდა საცეცხლე წერტილები, საიდანაც ამ ბოლო დღეებში ხორციელდებოდა სროლები ქართული სოფლების მიმართულებით “ – განაცხადა ზურაბ ჟვანიამ.


ცხინვალის ხელისუფლება უარყოფს ინფორმაციას სამხრეთ ოსური მხრიდან მსხვერპლის შესახებ. 16 აგვისოტს გამთენიისას მომხდარი სროლების შედეგად ორი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. 

Back to top button