ახალი ამბები

ოსმა სეპარატისტებმა ერთი ქართველი ჯარისკაცი დაჭრეს

დიდი და პატარა ლიახვის საზღვარზე დღეს გამთენიისას სნაიპერის ტყვიით ერთი ქართველი ჯარისკაცი თავის არეში დაიჭრა. დაჭრილი ვერტმფრენით უკვე გადმოიყვანეს თბილისში, სადაც მას სასწრაფო ოპერაცია უკეთდება.


13 აგვისტოს ცხინვალში შერეული საკონტროლო კომისიის სხდომაზე მხარეები ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, თუმცა ღამით ინციდენტი მაინც მოხდა.


ქართულ მხარეს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

Back to top button