ახალი ამბები

კონფლიქტის ზონაში სროლების შედეგად ექვსი ქართველი დაიჭრა

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში 13 აგვისტოს გამთენიისას ოსური მხრიდან განხორციელებული სროლების შედეგად დაჭრილია სამი ქართველი ჯარისკაცი და სამი მშვიდობიანი მოსახლე. ამის შესახებ დღეს კონფლიქტის ზონაში მყოფმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა.


მისი თქმით, ოსური მხრიდან გახსნილ ცეცხლს ქართველების მხრიდან  საპასუხო სროლა არ მოჰყოლია.


ძირითადად სროლები სოფელ ერედვში დაფიქსირდა. კონფლიქტის ზონაში უკვე მესამე დღეა ისმის სროლები. 12 აგვისტოს შეტევა მსხვერპლით დასრულდა. გარდაცვლილია სამი ქართველი.


 

Back to top button