ახალი ამბები

თურქეთის პრემიერ-მინისტრი თურქ ბიზნესმენებთან ერთად თბილისში ჩამოდის

თურქეთის პრემიერ-მინისტრის რეჯეპ თაეპ ერდოგანის ხელმძღვანელობით დღეს ორდღიანი ვიზიტით თბილისში თურქეთის დელეგაცია ჩამოდის. დელეგაციას ძირითადად თურქი ბიზნესმენები წარმოადგენენ.


დღესვე თურქეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და პრემიერ-მინისტრს ზურაბ ჟვანიას შეხვდება. გაიმართება ქართულ-თურქული ბიზნეს კონფერენცია, სადაც განიხილება ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები.


12 აგვისტოს თურქეთის დელეგაცია ბათუმში გაემგზავრება, სადაც იმ საპრივატიზაციო ობიექტებს დაათვარიელებენ, რომელიც გასულ თვეს ეკონომიკის სამინისტროს მიერ შედგენილ საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში იქნა შეყვანილი. 


 

Back to top button