ახალი ამბები

საქართველო ისრაელის წარმოების ცეცხლსასროლ იარაღს ყიდულობს

ისრაელის ინტერნეტ გამოცემა „გლობუსის“ ცნობით, საქართველო „ტავორის“ ტიპის რამდენიმე ასეული ცეცხლსასროლი იარაღის შესყიდვას გეგმავს ისრაელის სამხედრო საწარმოსგან. არსებული ინფორმაციით, გადაწყვეტილება პრეზიდენტ სააკაშვილის ისრაელში ვიზიტის დროს იქნა მიღებული.  საქართველო მესამე ქვეყანა იქნება ისრაელის და ინდოეთის შემდეგ, რომელსაც „ტავორის“ ტიპის იარაღი ექნება. სავარაუდოდ, პირველადი კონტრაქტი ითვალისწინებს საქართველოს არმის სპეცსამსახურის აღჭურვას ამგვარი იარაღით. ისრაელის თავდაცვის სამინისტროს სარწმუნო წყაროზე დაყრდნობით, „გლობუსი“ აცხადებს, რომ საქართველოში მოგვიანებით ჭურვების ქარხნის გახსნაა დაგეგმილი.


ინფორმაცია საქართველოს მიერ ისრაელის წარმოების იარაღის შესყიდვის თაობაზე  დასავლურმა და ისრაელის პრესამ გასულ კვირას გაავრცელა; თუმცა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმზე, 26 მაისს, საქართველოს შინაგანი და უშიშროების სამინისტროების ჯარებს უკვე ეკავათ „ტავორის“ იარაღი.     


 

Back to top button