
ახალი ამბები
საქართველოს ხელისუფლება სოხუმში მოსკოვის მერის ვიზიტს აპროტესტებს
მოსკოვის მერი იური ლუშკოვი დღეს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ჩავიდა. იგი უკვე შეხვდა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს, ვიცე-პრეზიდენტს ვალერი არშბას და პრემიერ-მინისტრს რაულ ხაჯიმბას.  
 
“მე ვარ საქართველოს და თბილისის საპატიო მოქალაქე და როცა მინდა, მაშინ ჩამოვალ“, განაცხადა რუსული ტელეკომპანია “НТВ“-ს ეთერში იური ლუშკოვმა.   
 
საქართველოს ხელისუფლებამ იური ლუშკოვის სოხუმში ვიზიტი გააპროტესტა.
“მინდა ყველა გაიგოს, რომ ამ ვითარებაში აფხაზეთში დაბანდებული ფული იქნება წყალში გადაყრილი”, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ იური ლუჟკოვის მისამართით. 
