
ახალი ამბები
ოლიმპიადაზე ოსი ეროვნების სპორტსმენი ქართველ კოლეგებს ხუთჯვრიანი დროშით წარუძღვება
ოსი ეროვნების მოჭიდავე ლერი ხაბელოვი საქართველოს სპორტსმენთა დელეგაციას საქართველოს დროშით წარუძღვება ოლიმპიურ თამაშებზე ათენში.
ამის შესახებ ქართველ სპორტსმენთა გუნდის პრეზიდენტ სააკაშვილთან 3 აგვისტოს გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი. სპორტსმენებს გამარჯვების შემთხვევაში სოლიდური ფინანსური ჯილდოები ელით.
ქართულმა ოლიმპიელებმა ათენში გამგავრებამდე 3 აგვისტოს ოლიმპიური ფიცი დადეს.