
ახალი ამბები
პრეზიდენტმა მის პარტიაში განხეთქილების არსებობა გამორიცხა
3 ივლისს მიხეილ სააკაშვილმა მონაწილეობა მიიღო “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს სხდომაში, სადაც ოფიციალური ინფორმაციით მსჯელობა რეგიონებში არსებულ მძიმე მდგომარეობას შეეხო.
პრეზიდენტმა უარყო გავრცელებული ხმები მის პარტიაში განხეთქილებასთან დაკავშირებით.
“არანაირი განხეთქილება არ არსებობს, პარტიაში მუდმივად მიდის განახლების და კამათის პროცესი, რაც ბუნებრივია”, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 3 ივლისს ბრიფინგზე.
“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს სხდომაზე პრეზიდენტის თქმით, ძირითადი აქცენტები რეიონებში შექმნილ კორუფციულ და უსამართლო გარემოს შეეხო. მიხეილ სააკაშვილმა ერთთვიანი ვადა მისცა ქვემო ქართლის გუბერნატორს რეგიონში სიტუაციის გამოსასწორებლად.