
ზურაბ ჟვანია და ჰავიერ სოლანა ერთმანეთს ბრიუსელში შეხვდნენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია, რომელიც ბრიუსელის დონორთა კონფერენციაში იღებს მონაწილეობას, 16 ივნისს ევროკავშირის უმაღლეს კომისარს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ხავიერ სოლანას შეხვდა.
ევროკავშირის უმაღლესი კომისრის პრეს-სამსახურის ცნობით, ხავიერ სოლანა და ზურაბ ჟვანია მიესალმნენ სამხრეთ კავკასიის ჩართვას ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში, რაც “მიჩნეულია საქართველოს და მთელი კავკასიის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების გზაზემნიშვნელოვან ნაბიჯად “.
მოლაპარაკებების დროს მხარეებმა განიხილეს აჭარაში არსებული სიტუაცია და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში მიმდინარე მოვლენების შემდგომი განვითარება.
ხავიერ სოლანამ და ზურაბ ჟვანიამ ასევე იმსჯელეს სამხრეთ კავკასიაში შექმნილ ვითარებაზე და მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობებზე.