
ახალი ამბები
ახალი თავდაცვის მინისტრი დასახელდა, ხოლო თევზაძე ელჩი ხდება
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილიმა თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე ნატო-ში საქართველოს ელჩად დაასახელა. თავდაცვის მინისტრად კი დავით თევზაძის ყოფილი მოადგილე გელა ბეჟუაშვილი წარადგინა.
შესაბამის დოკუმენტს მიხეილ სააკაშვილმა დღეს მოაწერა ხელი. გელა ბეჟუაშვილი საქართველოს პირველი თავდაცვის მინისტრია, რომელიც სამოქალაქო პირს წარმოადგენს.
„ჩვენ გვინდა გვყავდეს ჯარი, რომლისაც შეეშინდება ყველა სეპარატისტს“ – განაცხადა სააკაშვილმა ამ საღამოს გამრთულ ბრიფინგზე.
„ნატოში ელჩობა დაქვეითება არ არის, ეს საქართველოსთვის ძალინა მნიშვნელოვანი თანამდებობა, რადგან საქართველო ნატოსკენ მიისწრაფის“ – დასძინა პრეზიდენტმა.