ახალი ამბები

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი მედიაზე ზეწოლის გამო შეშფოთებას გამოთქვამს

ვენის პრესის საერთაშორისო ინსტიტუტმა, რომელიც 120 ქვეყნიდან რედაქტორებს, მედიის მაღალი თანამდებობის პირებს და წამყვან ჟურნალისტებს აერთიანებს, წერილი გამოუგზავნა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რომელშიც იგი შეშფოთებას გამოხატავს იმ ზეწოლის გამო, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ მასმედიაზე ნოემბრის რევოლუციის შემდეგ განახორციელა.


ინსტიტუტი სთხოვს სააკაშვილს ხელი შუწყოს ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტების  სწრაფ და ზედმიწევნით გამოიძიებას  და ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ შეიქმნას გარემო, სადაც ჟურნალისტებს ექნებათ საშუალება განავითარონ თავიანთი პროფესია დევნისა და ძალადობის გარეშე.


პრესის საერთაშორისო ინსტიტუტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მედიის მდგომარეობა ასევე საგრძნობლად გაუარესდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.


საპარლამენტო ოპოზიციამ სპეციალური კომისია შექმნა, რომელიც ორ წამყვან დამოუკიდებელ ტელეკომპანიაზე „რუსთავი 2“-ზე და „მზე“-ზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის სავარაუდო ფაქტებს გამოიძიებს.


ცოტა ხნის წინ „რუსთავი 2“-მა და „მზე“-მ ერთდროულად დახურეს ღამის საინფორმაციო პროგრამები. ამან გარკვეული ვარაუდი გამოიწვია იმის თაობაზე, რომ ხელისუფლება ამ ტელეკომპანიებზე ზეწოლას ახორციელებდა.

Back to top button